რეფლექსიები

 ინტელის ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგის დასაწყისში გავეცანით ტრენინგის მოდულს, ინტელის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს, ვისაუბრეთ თუ რამდენად ეფექტურია პროექტებზე დაფუძვნებული სწავლება, პროექტის პორტფოლიოს ორგანიზების მიზნით შევქმენით  მთავრი საქაღალდე და მასში ქვესაქაღალდეები, რომლებშიც შესაბამისად შევინახეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი,  პროექტის გეგმის შაბლონი და სხვა საჭირო რესურსი.    ტრენერის დავალებით მოვიფიქრეთ სასწავლო პროექტის მონახაზი, შევქმენით შესაბამისი ბროშურა.
 ტრენინგზე განვიხილეთ  სასწავლო პროექტის მიზნები, საგნობრივი სტანდარტები, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და შესაბამისად შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმა. ასევე ტრენინგზე ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, როგორი სახის შეიძლება იყოს ეს კითხვები და რა როლი აქვს ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.



          მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგი დაიწყო საშინაო დავალების- პროექტის პრეზენტაციის  განხილვით, მოვუსმინეთ ერთმანეთს, მივიღეთ რჩევები ტრენერისაგან.  დავალების გარჩევის შემგეგ გადავედით ახალ თემაზე: გავეცანით ბლოგის სტრუქტურას, ვისწავლეთ გვერდების ჩასმა, ფონის შეცვლა, ბმულების შექმნა, ვიდეოების ჩაშენება. აგრეთვე ვისწავლეთ youtube-დან ბმულების შექმნა და პრეზენტაციის ჩაშენება. შემდეგ კი ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შესახებ, გავეცანით და გავარჩიეთ რესურსებში მოცემული მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები . ბოლოს კი შევაჯამეთ ტრენინგი და ჩავინიშნეთ დავალებები.


პროექტებით სწავლება-ინტელის კურსის რეფლექსია

ტრენინგის დასაწყისში გავეცანით ტრენინგის მოდულს, ინტელის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს, ვისაუბრეთ თუ რამდენად ეფექტურია პროექტებზე დაფუძვნებული სწავლება, პროექტის პორტფოლიოს ორგანიზების მიზნით შევქმენით  მთავრი საქაღალდე და მასში ქვესაქაღალდეები, რომლებშიც შესაბამისად შევინახეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი,  პროექტის გეგმის შაბლონი და სხვა საჭირო რესურსი.    ტრენინგის განმავლობაში ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე, განვიხილეთ  სასწავლო პროექტის მიზნები, საგნობრივი სტანდარტები, 21- საუკუნის უნარ-ჩვევები , მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვები, შეფასების რუბრიკები,  აგრეთვე ვიმუშავეთ მასწავლებლისა და მოსწავლის პრეზენტაციაზე, შევქმენით ბროშურა, გავეცანით ბლოგის სტრუქტურას, ვისწავლეთ გვერდების ჩასმა, ფონის შეცვლა, ბმულების შექმნა, ვიდეოების ჩაშენება. აგრეთვე ვისწავლეთ youtube-დან ბმულების შექმნა და ვიდეოს  ჩაშენება. ბოლოს კი შევაჯამეთ ჩვენი შესრულებული სამუშაოები.
ეს ტრენინგი ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო . ამ სიახლეებს გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.



Комментариев нет:

Отправить комментарий