კვლევა




კვლევა

                    სსიპ ქალაქ ქუთაისის  28 საჯარო სკოლა

                                  პრაქტიკული კვლევა

 
თემა: ჯგუფური მუშაობით გამოწვეული პრობლემები გაკვეთილზე “   




საგანი: მათემატიკა
                                                                                ფიზიკა


მასწავლებლები: მეგი სინატაშვილი
                                                            ირმა გუმბერიძე








2017/2018 სასწავლო წელი 










შესავალი

        წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ქალაქ ქუთაისის  №28 საჯარო სკოლის მასწავლებლების მიერ ჩატარებული  პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.

        ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან.
I თავი - კვლევის მიზანი და ამოცანები.
II თავი - პრაქტიკული კვლევის არსი და სწავლა-სწავლების პროცესში მის დანერგვა.
III თავი -  საკითხის ირგვლივ არსებული ლიტერატურის მიმოხილვა
IV თავი - მონაცემთა შეგროვება
V თავი - კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების ანალიზი.
VI თავი - ინტერვენციის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასების ეტაპები.
VII თავი - კვლევის  მიგნებები, რეკომენდაციები და  ნაკლოვანებები.

თავი I

კვლევის მიზანი და ამოცანები

1.1 მოკლე ინფორმაცია მკვლევარი მასწავლებლებისა და საკვლევი ობიექტების შესახებ

             კვლევის ჩატარება გადავწყვიტეთ მათემატიკოსმა მეგი სინატაშვილმა და ფიზიკოსმა ირმა გუმბერიძემ.  კვლევის ობიექტად ავირჩიეთ 28-ე საჯარო სკოლის
IX და XI კლასების მოსწავლეები (პედაგოგი მეგი სინატაშვილი)
 X და XI  კლასების მოსწავლეები (პედაგოგი ირმა გუმბერიძე)
          


1.2  საკვლევი საკითხის აქტუალურობა

 დღეს სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლეებში  თანამშრომლობის უნარის განვითარება. ადამიანებს, რომლებსაც შესწევთ ჯგუფში მუშაობის უნარი, შეუძლიათ საკითხის გააზრება და მკაფიოდ ჩამოყალიბება, სხვისი მოსმენა, ჯგუფის წევრებთან შეთანხმება, მათი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასება და ჯგუფში კონფლიქტური სიტუაციების მართვა, წარმატებით ადაპტირდებიან სხვადასხვა სოციალურ რეალობაში.
   ამ უნარების გასავითარებლად ხშირად ვიყენებთ გაკვეთილებზე ჯგუფური მუშაობის ფორმას, თუმცა გაკვეთილის ბოლოს ხან დრო არ გვყოფნის, ხან ადეკვატურ შეფასებას ვერ ვახერხებთ. სემესტრის ბოლოს კი შეიძლება მასალა დაგვრჩეს გასავლელი. კათედრის რამდენიმე წევრმა გადავწყვიტეთ სწავლების სხვადასხვა საფეხურზე ჩაგვეტარებინა კვლევა, დაგვედგინა ამ პრობლემების გამომწვევი მიზეზები და ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა, თუ როგორ შეიძლება მათი აღმოფხვრა.

1.3 ჯგუფური მუშაობის პრაქტიკა და მასთან დაკავშირებული სირთულეები

სწავლა-სწავლების სამივე  საფეხურზე მასწავლებლები კლასში ვიყენებთ ჯგუფურ მუშაობას . ბავშვებს ძალიან მოსწონთ, თუმცა  მასწავლებელთა ნაწილი თავს არიდებს მუშაობის ამ ფორმას. კათედრის სხდომებზე არაერთხელ გვისაუბრია თანამშრომლობითი სწავლების შესახებ, რომ ბევრი დადებითის მიუხედავად (პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება, ერთმანეთის დახმარება სწავლაში და ურთიერთწახალისება, პასუხისმგებლობის ზრდა), მას თან ახლავს პრობლემებიც.  უფრო მეტი დროა საჭირო და შესაბამისად პროგრამის გავლა ვერ ესწრება, გაკვეთილი ხმაურიანია, სამართლიანობის დაცვა რთულია განსაკუთრებით შეფასებისას.
გადავწყვიტეთ, უფრო ღრმად შეგვესწავლა ეს საკითხი, მოგვეძებნა პრობლემების გადაჭრის გზები და დაგვენერგა პრაქტიკაში. ეს გახდა ჩვენი პრაქტიკული კვლევის  მიზანი.

1.4 კვლევის მიზანი.


         შევისწავლოთ თანამშრომლობითი სწავლების ეფექტურობა, დავხვეწოთ კლასში სწავლების ამ ფორმით მუშაობა, გამოვავლინოთ მუშაობის პროცესში ხარვეზები, დავგეგმოთ გაუმჯობესების გზები  და კოლეგებმა ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება.


1.5 საკვლევი კითხვები

კვლევის ამოცანაა, პასუხი გავცეთ კვლევის მთავარ კითხვას: როგორ წარვმართოთ ჯგუფური მუშაობა სწავლების სხვადასხვა საფეხურზე უფრო ეფექტურად?  

ქვეკითხვები კვლევის მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად:

  • როგორ დავაკომპლექტოთ ჯგუფები (ნებაყოფლობით, შემთხვევითობის პრინციპით თუ სხვა რაიმე ნიშნით)
  • როგორია ჯგუფის წევრების ოპტიმალური რაოდენობა?
  • პერიოდულად ვცვალოთ თუ არა შემადგენლობა?
  • რა ტიპის საკითხებზე უფრო უმჯობესია ჯგუფური მუშაობა?
  • სასწავლო პროცესის ყველა ეტაპზე (პრეზენტაცია, ვარჯიში, შეჯამება) შეიძლება თუ არა ჯგუფური მუშაობის გამოყენება?
  • ჯგუფებს დავალება ერთნაირი უნდა მივცეთ თუ სხვადასხვა?
  • რა როლი აკისრია მასწავლებელს ჯგუფური მუშაობის პროცესში?
  • ჯგუფში დავალება ისე როგორ გავანაწილოთ, რომ შესაძლებელი იყოს ჯგუფის თითოეული წევრის ინდივიდუალური წვლილის დაფიქსირება და შეფასება?
  • როგორ ვმართოთ დრო?
  • როგორ ავიცილოთ თავიდან ჯგუფში  კონფლიქტები?

თავი II  პრაქტიკული კვლევის არსი.

 
პრაქტიკული კვლევა არის კვლევის ახალი მიდგომა. კვლევა ტარდება სკოლაში და მთავარი პრინციპი პრობლემის იდენტიფიცირება და შემდეგ პრობლემების გადაჭრაზე ერთობლივად მუშაობაა. ამგვარი კვლევის მიმდინარეობის პროცესში კვლევის სუბიექტები(მასწავლებლები) თავად აქტიურად არიან კვლევის მსვლელობაში ჩართულები და  პროცესის განმავლობაში შეისწავლიან მას, აანალიზებენ, შეიმუშავებენ გადაჭრის ხერხებს და იწყებენ მოქმედებას. თავდაპირველად უნდა მოხდეს პრობლემის სწორი იდენტიფიცირება, შემდეგ დაიგეგმოს კვლევა და კვლევის გეგმის შესაბამისად მოხდეს მეორეული მონაცემების ანალიზი, ჩაღრმავებული ინტევიუებისა და კითხვარების თუ კვლევის სხვა საშუალებების გამოყენება. პრაქტიკული კვლევისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია კვლევაში მონაწილეობდნენ ის ადამიანები, რომლებსაც პრობლემა უშუალოდ ეხება და დაინტერესებული იყვნენ არსებული პრობლემის მოგვარებით. სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა მასში მონაწილე ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული პროცესში, მათ მოძებნონ პრობლემის გადაჭრის გზა.


თავი III.  ლიტერატურის მიმოხილვა.


(ე.ს.გ. 2011 -2016წ.წ)
იმ ძირითადი უნარ-ჩვევებს შორის, რომელთა ჩამოყალიბებასაც ემსახურება თანამედროვე მათემატიკური განათლება, მნიშვნელოვანია  კომუნიკაცია
•    სხვისი ნააზრევის გაგება და გაანალიზება;
•   ინფორმაციის გადაცემისას საკითხის არსის (მაგალითად, ობიექტის არსებითი თვისებების) წარმოჩენა.
•   თანამშრომლობა ჯგუფური სამუშაოების შესრულებისას,კორექტულობა მასწავლებელისა და მეგობრების  მიმართ;
•    სამუშაოს ორგანიზებისა და დაგეგმვის ხერხებისა და მეთოდების ფლობა;
ჩვენი სკოლების პროდუქცია უკეთეს შემთხვევაში არის ერუდიტი, რომლის ცოდნაც ინერტულია, რიტუალურია, არ არის ქმედითი და რომელსაც არ გააჩნია სასიცოცხლო უნარ-ჩვევები. დასავლურ პედაგოგიკაში კი ძირითად უნარ-ჩვევებად მიჩნეულია: თვითცნობიერება და თვითშეფასება, საკუთარი თავის პატივისცემა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილებების მიღება, პრობლემის გადაჭრა, მოლაპარაკება, კონფლიქტის მოგვარება, ემოციების და სტრესის დაძლევა, თვითდამკვიდრება, ფასეულობებში გარკვევა, გაუმართლებელი  რისკის თავიდან აცილება, ინფორმაციის მენეჯმენტი, უფლებათა დელეგირება და ა.შ; საუბარია აგრეთვე სასიცოცხლო უნარ-ჩვევათა გლობალიზაციაზე - ესაა გაფართოებული ,,ჩარჩო“, სადაც თავმოყრილია ურთიერთდაკავშირებულობასთან, განვითარებასთან, გარემოსთან, მიუკერძოებლობასთან, მომავალთან, ადამიანის უფლებებთან, მშიდობასა და სოციალურ სამართლიანობასთან დაკავშირებული თემები და ფასეულობანი.
საგანმანათლებლო აზრის განვითარების თანამედროვე ეტაპზე შეიმჩნევა მკვეთრად გამოხატული ტენდენცია ,,დასავლური“ და ,,აღმოსავლური“ მიდგომების ურთიერთგამსჭვალვისა, ურთიერთგამდიდრებისა. ამის დასტურია თანამედროვე განათლების შემდეგი განმარტება: ,,თანამედროვე განათლება - ესაა ეროვნული, გლობალური უსაფრთხოების კულტურული და მსოფლმხედველობრივი საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების ხანგრძლივ ინტერესებს“. ამ განმარტებაში არის მცდელობა მოხდეს „დასავლური“ და ,,აღმოსავლური“ მიდგომების სინთეზი და განათლებამ ორივე ფუნქცია შეასრულოს - ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილებისაც (კერძოდ, ამჟამად კაცობრიობისთვის ყველაზე აქტუალური უსაფრთხოების მოთხოვნაა) და კულტურულ-ინტელექტუალური მემკვიდრეობის გადაცემისაც.
სასკოლო განათლების ამგვარი ხედვა იმედს იძლევა, რომ შეიცვლება სკოლის ,,პროდუქციაც“. სკოლადამთავრებული ახალგაზრდა იქნება არამარტო ფართო  თვალსაწიერის მქონე წიგნიერი ადამიანი, არამედ ინიციატივიანი და ქმედითუნარიანი პიროვნება, რომელსაც წარმატებით შეუძლია გადაჭრას საკუთარ თავთან და როგორც ფიზიკურ, ისევე სოციალურ გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები და რომელსაც ჩამოყალიბებული აქვს ჰუმანურ ფასეულობათა მტკიცე სისტემა.
 XX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა განმავითარებელი სწავლების კონცეფცია, რომლის ცალკეული დიდაქტიკური მოდელებია პრობლემური სწავლება, პროგრამირებული სწავლება, თანამშრომლობით სწავლება და სხვა.
თანამშრომლობითი სწავლის სფეროში ცნობილი სპეციალისტების, დევიდ ჯონსონისა და როჯერ ჯონსონის მიხედვით, ამ მეთოდის განმსაზღვრელი ელემენტებია:
•          პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება (გრძნობა იმისა, რომ ერთად
              გადავრჩებით, ან ერთად ვიღუპებით);
•          ურთიერთგამხნევება (ერთმანეთის დახმარება სწავლაში, ურთიერთგამხნევება
              და წახალისება);
•          ინდივიდუალური და ჯგუფური ანგარიშვალდებულება (თითოეული
ჯგუფის წევრს აქვს საკუთარი ვალდებულებები და ამ ვალდებულებების შესრულებით შესაძლებელი ხდება ჯგუფის საერთო მიზნის მიღწევა);
       ჯგუფური მუშაობა, მისი ბევრი დადებითი მხარის მიუხედავად, ჩვენს რეალობაში საკმაოდ იშვიათად გამოიყენება. ის მასწავლებლებიც კი, რომლებიც თეორიულად იწონებენ საკლასო ორგანიზაციის ამ მოდელს, პრაქტიკულად იშვიათად მიმართავენ მას. ამის მიზეზი კი ალბათ ისაა, რომ
ა) მათ არ იციან, როგორ დაყონ მოსწავლეები ჯგუფებად;
ბ) პირველივე მცდელობისას აწყდებიან მოსწავლეთა უარყოფით რეაქციას;
გ) არ იციან, რა ტიპის დავალებების შესრულებისთვისაა უმჯობესი ჯგუფური მუშაობის გამოყენება;
დ) თვლიან, რომ ვერ შეძლებენ რამდენიმე ჯგუფის ერთდროულად გაკონტროლებას.  
        ჯგუფის ზომა ძირითადად დამოკიდებულია გაკვეთილის მიზანზე, მოსწავლეთა ასაკსა და იმაზე, თუ რამდენად ნაცნობია მათთვის მუშაობის ეს ფორმა. მოსწავლეები შეიძლება დაჯგუფდნენ წყვილებად, ტრიადებად, მცირე (4-5 კაციან) და დიდ (6 და მეტ კაციან) ჯგუფებად. წყვილები ყველაზე მოსახერხებელია დაბალ კლასებში მუშაობისას, ან ისეთ მოსწავლეებთან, რომლებიც მორცხვობენ, ან არა აქვთ თანატოლებთან თანამშრომლობის გზით ამოცანების გადაჭრის დიდი გამოცდილება. ამდენად, საწყის ეტაპზე სასურველია, სწორედ ეს ფორმა გამოვიყენოთ. მასწავლებლისთვისაც შედარებით ადვილია წყვილებში მუშაობის დაგეგმვა და წარმართვა. ამასთან, მოსწავლეები წყვილებში ზოგჯერ იოლად ართმევენ თავს ისეთ რთულ დავალებებს, რომელთა შესრულებაც დამოუკიდებლად გაუჭირდებოდათ. ისეთი დავალებები, რომლებიც დაკავშირებულია გადაწყვეტილების მიღებასთან, ან პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზების ძიებასთან, სწორედ წყვილებში უნდა წარიმართოს. ასევე, წყვილებში მუშაობა შეიძლება გამოვიყენოთ იმისათვის, რომ უფრო ძლიერმა მოსწავლემ დახმარება აღმოუჩინოს მასზე სუსტს. ზოგადად, წყვილში მუშაობისას მასწავლებლის ყურადღება ფოკუსირებული უნდა იყოს იმაზე, რომ ერთი მოსწავლე არ დომინირებდეს მეორეზე. ტრიადები (ანუ 3 მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფები) განსაკუთრებით მიზანშეწონილია, როცა ერთი ბავშვი მოქმედებს დანარჩენი ორის ხელმძღვანელობით, მათი სახელით. მაგალითად, მუშაობს კომპიუტერზე, ატარებს ცდას, იწერს მათ მიერ შეთხზულ ამბავს და ა.შ. ასევე, სასურველია, ტრიადების გამოყენება იმ ეტაპზე, როცა ბავშვებს ჯერ კიდევ უჭირთ დისკუსიისას შეთანხმებამდე მისვლა. ამ დროს მესამე მოსწავლის აზრი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს, თუმცა ჩნდება იმის საფრთხეც, რომ უმრავლესობა ყოველთვის გადაძლევს ერთის თუნდაც ლოგიკურ, შეიძლება უფრო სწორ მოსაზრებას.
     მცირე ჯგუფები (4-5 მოსწავლისგან შემდგარი) ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმაა,  ფაქტობრივად, ყველა ტიპის სამუშაოს შესასრულებლად.
აქ შედარებით იშვიათია ერთი მოსწავლის დომინირება ყველა სხვაზე. განიხილება რამდენიმე განსხვავებული ვარიანტი ან მოსაზრება. ამიტომაც საჭირო ხდება ყველა ვერსიის მოსმენა, გაანალიზება და შეჯერება. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო დიდია ჯგუფი, მით უფრო რთულია მისი მუშაობის დაგეგმვა და ორგანიზება, როლების განაწილება. ამდენად, შეიძლება დაწყებითი კლასების მოსწავლეებს საკმაოდ გაუჭირდეთ ამ ფორმით მუშაობა. ჯგუფების შემადგენლობა ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა გადავწყვიტოთ, თუ რა ნიშნით შევქმნით ამ ჯგუფებს. ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა პრინციპს შეიძლება დაეფუძნოს:
ალბათ მეგობრობა გახდება განმსაზღვრელი ფაქტორი, თუ ჯგუფების შექმნას თავად ბავშვებს მივანდობთ. ამ ვარიანტის დადებითი მხარეა ის, რომ ბავშვები მეტი სიამოვნებით იმუშავებენ თავიანთ მიერვე შერჩეულ პარტნიორებთან. თანაც იგრძნობენ, რომ საკუთარ ხელში იღებენ ინიციატივას და პასუხისმგებლობას. მეორე მხრივ, ამგვარმა დაჯგუფებამ შეიძლება არეულობა და ქაოსი გამოიწვიოს კლასში, სანამ ბავშვები პარტნიორებს ეძებენ.შეიძლება ემოციური საფრთხე შეექმნათ ნაკლებ პოპულარულ ბავშვებს, რომლებთანაც ცოტა თუ მოინდომებს ჯგუფის შექმნას. მეგობრების საერთო ინტერესები დიდ საფრთხეს ქმნის, რომ მოსწავლეები გადაერთონ დავალების შესრულებიდან სხვა საკითხების განხილვაზე. თანაც, მეგობრობის ნიშნით შექმნილი ჯგუფები სტაბილურია და შეიძლება ბავშვებს მთელი წლის განმავლობაში არ მიეცეთ სხვა მოსწავლეებთან მუშაობის საშუალება.
ცოდნის დონე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც ჯგუფების შექმნისას უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ. ზოგჯერ სასურველია შერეული დონის ჯგუფების შექმნა, რადგან უფრო ძლიერი მოსწავლეები დახმარებას უწევენ, უხსნიან უფრო სუსტებს და ამ პროცესში თავადაც უკეთ გაიაზრებენ დასმულ პრობლემას. ასეთ შემთხვევაში ექსპერტები გვირჩევენ, დავაჯგუფოთ ძლიერი მოსწავლეები საშუალო დონის ბავშვებთან და საშუალო მოსწავლეები - სუსტებთან. ასე თავიდან ავიცილებთ მოსწავლეთა შორის მკვეთრ განსხვავებებს, რაც შეიძლება ბავშვების გაღიზიანების და დაძაბულობის მიზეზი გახდეს.
თუ ჩვენ გვაქვს საშუალება, განსხვავებული დავალებები შევთავაზოთ ცალკეულ ჯგუფებს, მაშინ მიზანშეწონილია ერთი და იმავე დონის მოსწავლეები დავაჯგუფოთ და მივცეთ შესაბამისი სირთულის დავალება. ეს საშუალებას აძლევს მასწავლებელს, მეტი დრო დაუთმოს უფრო სუსტ ჯგუფებს და ინდივიდუალურად იმუშაოს მათთან. თუმცა მუდმივად სუსტ და ძლიერ ჯგუფებად დაყოფა არ არის სასურველი, რადგან იკარგება ჯგუფური მუშაობის მთავარი უპირატესობა _ ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს სხვადასხვა დონის და ტიპის ადამიანებთან თანამშრომლობის უნარი.
აქტივობის ხარისხი შეიძლება გამოვიყენოთ მოსწავლეთა დაჯგუფების კრიტერიუმად, როცა უკვე ვიცით, რომელი მათგანია განსაკუთრებით აქტიური ჯგუფურ მუშაობაში და ვინ ცდილობს, თავიდან აიცილოს ინიციატივა. ამ შემთხვევაში მასწავლებელმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს წყნარი მოსწავლეების დაჯგუფება, სადაც ისინი ნაკლებად მოახერხებენ, ვინმეს ზურგს ამოეფარონ და სხვას მიანდონ გადაწყვეტილების მიღება. ასევე სასარგებლოა ამგვარი დაჯგუფება ზედმეტად აქტიური მოსწავლეებისთვის, რომლებიც თავიანთივე ტიპის თანაკლასელებთან ურთიერთობისას ნაკლებად მოახერხებენ დომინირებას და, ბუნებრივია, მოუწევთ დათმობებზე წასვლა.
       შემთხვევითი დაჯგუფება გულისხმობს ჯგუფების შეკვრას ყველა განხილული კრიტერიუმის გაუთვალისწინებლად. ხშირ შემთხვევაში მასწავლებლისთვის მოსახერხებელია დააჯგუფოს მოსწავლეები, რომლებიც ერთად ან ერთმანეთთან ახლოს სხედან. ამგვარად, ჩვენ ვზოგავთ დროს და თავიდან ვიცილებთ ხმაურს და არეულობას, რაც უთუოდ თან ახლავს გაკვეთილზე  მოსწავლეთა გადაადგილებას. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მოსწავლეები ყველა გაკვეთილზე ერთ ადგილას სხედან და, ამდენად, ყოველთვის ერთსა და იმავე ჯგუფში აღმოჩნდებიან. ასე კი ჯგუფური მუშაობა შეიძლება მათთვის მალე მონოტონური და უინტერესო გახდეს. შემთხვევითი დაჯგუფების ყველაზე ადვილი გზაა გათვლა. მაგალითად, თუ ჩვენ სულ 15 მოსწავლე გვესწრება გაკვეთილზე და გვინდა 4-5 კაციანი ჯგუფების შექმნა, ბავშვებს რიგის მიხედვით გაითვლიან ციფრებს 1-დან 3-მდე, ან ასოებს ,, ა“-დან ,,გ“-მდე. ნუ შეგვაშინებს, თუ პირველად ამ პროცედურას საკმაო ხმაური მოჰყვება. მასწავლებელიც და მოსწავლეებიც ძალიან მალე ეჩვევიან მას და რამდენიმეჯერ გამოყენების შემდეგ გადაადგილების ეს პროცესი საკმაოდ სწრაფად და იოლად მიმდინარეობს.
მოსწავლეთა დამოკიდებულება არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ მოსწავლეები დიდი აღფრთოვანებით არ შეხვდებიან ჯგუფური მუშაობის გამოყენების პირველივე შემთხვევას. აქ ბევრი პრობლემა შეიძლება წამოიჭრას. ჯერ ერთი, ეს მათთვის უჩვეულო ფორმაა. მასწავლებლის მუდმივ კონტროლს და შესწორებებს შეჩვეულმა ბავშვმა შეიძლება სარისკოდ ჩათვალოს მითითებებისა და წახალისების გარეშე მუშაობა. მოსწავლეებს აფრთხობთ ის, რომ მცირდება მასწავლებლის კონტროლი და, შესაბამისად, იზრდება მათი პასუხისმგებლობა. ჯგუფში შეიძლება გამოიკვეთოს ერთი ლიდერი, რომელიც შეეცდება, სრულად აკონტროლოს მუშაობის პროცესი. ამან კი მოსალოდნელია, გააღიზიანოს დანარჩენები. შეიძლება პირიქითაც, აღმოჩნდნენ ბავშვები, რომლებიც ამჯობინებენ, თავი არ გადაიტვირთონ და მთელი სამუშაოს შესრულება სხვებს მიანდონ. ბევრი მოსწავლისთვის ჯგუფური მუშაობა იმდენად ახალი ფორმაა, რომ მათ იგი არც მიაჩნიათ ნამდვილ სწავლად და უფრო თამაშად, დროის გაყვანად თვლიან. ყველა ამ მიზეზის გამო არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ მოსწავლეები ეჭვის თვალით უყურებენ ჯგუფურ მუშაობას. ამიტომაც სასურველია, თავიდან დრო არ დავინანოთ ამ მოდელის ზოგიერთი მხარის განხილვისთვის. მაგალითად, შეიძლება გავაკეთებინოთ რამე დავალება წყვილებში, 3-4 კაციან ჯგუფებში და შემდეგ გამოვკითხოთ, წერილობით ან ზეპირად, რა მოეწონათ და რა – არა.
ხშირად ძალიან სასარგებლოა, წინასწარ განვუმარტოთ მოსწავლეებს, რა მიზანს ისახავს ჯგუფური მუშაობა, რის მიღწევას შეძლებენ ისინი ამ კონკრეტული დავალების შესრულებით და რა კავშირშია ეს დავალება შესასწავლ მასალასთან. ამასთან, სასურველია, მასწავლებელი და კლასი წინასწარ შეთანხმდეს იმ წესებზე, რომლებიც უნდა დაიცვან მუშაობის პროცესში. ბავშვებმა ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე უნდა იცოდნენ:
  • რა დრო ეძლევათ დავალების შესასრულებლად;
  • რა ევალება თითოეულ მათგანს, რადგან ზოგ შემთხვევაში მოსწავლეთა როლები მუშაობისას შეიძლება განსხვავებული იყოს. მაგ. ერთი იწერდეს მსჯელობის შედეგებს, ვინმე აკვირდებოდეს დანარჩენი მოსწავლეების აქტივობას, სხვადასხვა მოსწავლე ფლობდეს სხვადასხვა ინფორმაციას, ან წარმოადგენდეს სხვადასხვა პოზიციას დებატების დროს და ა.შ.
  • დასაშვებია თუ არა ხმაური;
  • ჯგუფური მუშაობის რა პროდუქტი უნდა წარმოადგინონ დამთავრების შემდეგ და როგორ გვანიშნონ დასრულება.
  • როგორ უნდა მოუხმონ მასწავლებელს, თუ დახმარება დასჭირდებათ;
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო ნაცნობი ხდება ჯგუფური მუშაობის ფორმა ბავშვებისათვის, მით უფრო ნაკლები პრობლემები ექმნებათ მათ და უფრო ახერხებენ მისი უპირატესობებით ისარგებლონ. ამისათვის შეიძლება სასარგებლო იყოს თავიდან ძალიან მოკლე და მარტივი ჯგუფური დავალებების შესრულება, რომელთა წარმატებაც დაარწმუნებს მოსწავლეებს, რომ მათ აქვთ უნარი, თავი გაართვან მოთხოვნებს.
ფაქტობრივად, მცირე მოდიფიკაციის შემდეგ ნებისმიერი დავალება შეიძლება მოერგოს ჯგუფური მუშაობის პრინციპებს. განსაკუთრებით სასურველია საკლასო ორგანიზაციის ამ მოდელის გამოყენება, თუ დავალება საკმაოდ რთული გვეჩვენება დამოუკიდებლად მუშაობისთვის. მთავარია, შევიმუშაოთ დავალება, რომელიც მოითხოვს კონსენსუსის,
ანუ შეთანხმების მიღწევას. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ორგანიზებისა და დაგეგმვის თვალსაზრისით, წყვილებში მუშაობა ყველაზე იოლია მასწავლებლისთვის. იგი ადვილად შეიძლება გამოვიყენოთ თუნდაც დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან.
მასწავლებელთა დიდ ნაწილს განსაკუთრებით აღელვებს ის, რომ ჯგუფური მუშაობისას უშუალოდ ვერ აკონტროლებენ თითოეული მოსწავლის საქმიანობას. როცა კლასში ერთდროულად 3 ან მეტი ჯგუფი მუშაობს, შეუძლებელია, მასწავლებელმა ყველას ერთდროულად მოუსმინოს, აღრიცხოს ყველა შეცდომა, დაეხმაროს ყველა მოსწავლეს და თავიდან აიცილოს ყველა პრობლემა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ჩვეული ფუნქციის გარეშე დარჩენილ მასწავლებელს ზოგჯერ უძლურების და დაბნეულობის შეგრძნება გაუჩნდეს. ჩნდება შეკითხვები:
•        როგორ გავიგოთ, იცის თუ არა ყველა მოსწავლემ, რა უნდა გააკეთოს და სწორი მიმართულება აირჩია თუ არა?
•        რა უნდა გავაკეთოთ, რომ მოსწავლეებმა არასასწავლო მიზნებისთვის, თავიანთ პირად საქმეებზე საუბარში არ დახარჯონ მიცემული დრო?
•        როგორ გავანაწილოთ ყურადღება სხვადასხვა ჯგუფს შორის?
•        რა უნდა გავაკეთოთ ზედმეტი ხმაურის შემთხვევაში?
       ყველა ეს პრობლემა დგას მასწავლებლის წინაშე, როცა კლასი ჯგუფურ მუშაობაზე გადადის და აუცილებელია, მინიმუმამდე დავიყვანოთ ისინი. ამისთვის საჭიროა, სწორად მოვამზადოთ და წარვმართოთ პროცესი და, ამასთან, სწორად გავიაზროთ ჩვენი, როგორც მასწავლებლის როლი ჯგუფური მუშაობისას.
                                    მზადება ჯგუფური მუშაობისთვის

     ჯგუფური მუშაობისთვის მზადების პროცესად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი საკლასო აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს შემდეგი უნარები:
•        ერთმანეთის აქტიურად მოსმენა;
•        სხვათა მოსაზრებების გაზიარება;
•        აზრის გამართულად და ლოგიკურად ჩამოყალიბება;
•        ლოგიკური შეკითხვების დასმა;
•        დახმარების ან განმარტების თხოვნა;
•        იდეების და მოსაზრებების ახსნა და შეფასება;
•        საუბრის ძირითადი არსის შეჯამება.

 ყველა ეს უნარი აუცილებელია ჯგუფური მუშაობის წარმატებით წარმართვისთვის.
კონკრეტული ჯგუფური დავალების მზადების პროცესში აუცილებელია ყველა განმარტება კონკრეტულად, რაც შეიძლება მარტივი ენით მივცეთ მოსწავლეებს, სანამ მათ ჯგუფებად დავყოფდეთ. სასურველია, ასევე მცირე რეპეტიცია ან მაგალითის დემონსტრირება მთელი
კლასისათვის. თუმცა, თუ მოსწავლეები უკვე შეჩვეულნი არიან ამ ტიპის მუშაობას, დავალების მიცემის პროცესი მარტივდება. მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რა დროში უნდა შეასრულონ დავალება. მასწავლებელს კი მოფიქრებული
უნდა ჰქონდეს დამატებითი სამუშაო მათთვის, ვინც სხვებზე ადრე დაამთავრებს.
კიდევ ერთი აუცილებელი პროცედურაა მოსწავლეთა გაადგილება ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე. შეუძლებელია მოსწავლეებმა დისკუსია გამართონ თანაკლასელებთან, რომლებიც მათთან ზურგშექცევით ან სხვა რიგში სხედან. ისინი ერთად უნდა ისხდნენ. ეს პროცესი ხშირად განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქმება, რადგან მას თან სდევს გარკვეული მოძრაობა და, მაშასადამე, ხმაურიც. საბედნიეროდ, ხმაურის დონე კლებულობს, რაც უფრო ნაცნობი ხდება ეს პროცედურა მოსწავლეებისთვის. მოძრაობა კი დატვირთული გონებრივი სამუშაოს შემდეგ მათთვის განტვირთვის საშუალება და ახალ დავალებაზე გადასვლის სიგნალია. არ იქნებოდა გამართლებული იმის მტკიცება, რომ მცირე და დიდ ჯგუფებში მუშაობა მხოლოდ თანამედროვედ აღჭურვილ საკლასო ოთახშია შესაძლებელი. ჩვეულებრივმა მერხმა თავისუფლად შეიძლება დაიტიოს მოსწავლეთა მთელი ჯგუფი, თუ მას სკამებს ყველა მხრიდან დავუდგამთ.
                                     ჯგუფური მუშაობის პროცესი
   როცა ჯგუფები მუშაობას იწყებენ, მასწავლებლის როლი იცვლება. ახლა იგი დამკვირვებელია, რომელიც დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ყველაფერს, რაც კლასში ხდება. იგი მერხებს შორის მოძრაობს, აკვირდება ჯგუფებს, აღრიცხავს დადებით და უარყოფით მომენტებს მათ მუშაობაში. ამ დროს ჩანაწერების გაკეთება ამ ინფორმაციის მოგვიანებით გამოყენების შესაძლებლობას იძლევა (საერთო შეცდომების განხილვის, ახალი გაკვეთილების დაგეგმვის ან მოსწავლეთათვის ინდივიდუალური რჩევების მიცემისათვის). ამასთანავე, დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ მოსწავლეების ყურადღება მთელი ამ ხნის განმავლობაში დავალებაზე იყოს კონცენტრირებული და არა მასწავლებელსა და მის ჩანაწერებზე. ამდენად, მასწავლებელი ცდილობს, არ ჩაერიოს ჯგუფური მუშაობის პროცესში, თუ ამის განსაკუთრებული საჭიროება არ არსებობს. ასეთი საჭიროება კი საკმაოდ ხშირად ჩნდება და, შესაბამისად, მასწავლებელი სხვადასხვა ფუნქციას იღებს საკუთარ თავზე:
      1) თუ მოსწავლეებმა არასწორი მიმართულებით წარმართეს მუშაობა და ნათელი ხდება, რომ ისინი ვერ მივლენ სწორ შედეგამდე, მასწავლებელი მათ ხელახლა აძლევს ინსტრუქციებს, უკონკრეტებს დავალებას, ან აძლევს რჩევას;
      2)თუ მოსწავლეებს დავალების შესასრულებლად სჭირდებათ რამე სახის ფაქტობრივი ინფორმაცია (მაგ. ვერ გაიხსენეს კონკრეტული სიტყვა, განმარტება, ფორმულა - მათემატიკისა და ფიზიკის  გაკვეთილებზე), მასწავლებელს აქვს არჩევანი ან მიანიშნოს მათ, სად შეიძლება ამ ინფორმაციის მოძებნა, ან თავად ჩამოაყალიბოს.
      3)თუ საჭიროა რომელიმე ჯგუფის წახალისება და გააქტიურება, მასწავლებელს შეუძლია, ჩაერთოს მის მუშაობაში, როგორც ერთ-ერთი წევრი. ეს განსაკუთრებულ ტაქტს მოითხოვს, რადგან მასწავლებლის მიმართ მოსწავლეთა პატივისცემა მის აზრს განსაკუთრებულ წონას სძენს და თანაბარი დისკუსიის გამართვა საკმაოდ ძნელი ხდება. თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება მოხერხდა, მოსწავლეებიც და მასწავლებელიც განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებენ ამგვარი თანამშრომლობისგან;
     4) თუ რომელიმე ჯგუფს განსაკუთრებით უჭირს, ან ვიცით, რომ იგი შედარებით სუსტი მოსწავლეებისგანაა დაკომპლექტებული, შეიძლება მასწავლებელმა მათ მეტი დრო დაუთმოს და ინდივიდუალურად იმუშაოს მათთან. მიუხედავად ამისა, რომელიმე ჯგუფის უგულებელყოფა არ არის გამართლებული.
      როცა მასწავლებელი რწმუნდება, რომ ყველა ჯგუფი ჩართულია დავალების შესრულებაში, მას შეუძლია დროებით უფრო პასიური როლი აირჩიოს. იგი იკავებს ადგილს, საიდანაც თვითონ მთელ კლასს ხედავს, მაგრამ თავად არ არის მოსწავლეთა ყურადღების ცენტრში. ამ ეტაპზე საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ხმაურის დონე კლასში. მისი კონტროლირებისთვის აუცილებელია, მოსწავლეები ჯგუფში ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და ერთმანეთთან ახლოს. მასწავლებელს შეუძლია აკრძალოს ადგილიდან წამოდგომა და სხვა ჯგუფებთან გადალაპარაკება. წინასწარ უნდა შევათანხმოთ მათთან რამე ნიშანი, რითიც ისინი შეკითხვის ან დახმარებისთვის მოგვიხმობენ.შეიძლება ჯგუფის ერთ-ერთ წევრს დავავალოთ მისივე  თანაჯგუფელთა ხმაურის კონტროლი. თუ რომელიმე ჯგუფი განსაკუთრებით ხმამაღლა საუბრობს, მასწავლებლის მიახლოება და ჩურჩულით დასმული შეკითხვა ან რამე კომენტარი ხშირად საკმარისია იმისთვის, რომ მოსწავლეებმაც ხმას დაუწიონ.
                                ჯგუფური მუშაობის დასკვნითი ეტაპი
              ჯგუფური მუშაობა წყდება წინასწარ დათქმულ დროს ან მაშინ, როცა ჯგუფების უმრავლესობას მზად აქვს საბოლოო შედეგი. ზოგადად, უმჯობესია შევაჩეროთ მოსწავლეები მაშინ, როცა ისინი ჯერ კიდევ სიამოვნებით ასრულებენ ამ დავალებას. თუ ჩვენ დაველოდებით, სანამ ბოლო ჯგუფიც დაასრულებს მუშაობას, ეს ნიშნავს, რომ კლასის დანარჩენი ნაწილი ამ დროს არაეფექტიანად იყენებს. ამიტომ, როგორც კი შევნიშნავთ, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა (დაახლოებით 70%) მზადაა მუშაობის შედეგების წარმოსადგენად, ან დავალებისადმი ინტერესმა იკლო, შეგვიძლია გამოვაცხადოთ: `ბავშვებო, 3 წუთი (ეს დრო შეგიძლიათ განსაზღვროთ საჭიროების მიხედვით) დაგრჩათ დავალების შესასრულებლად. ზუსტად 3 წუთში ყველა ჯგუფი წარმოადგენს თავის ნამუშევარს.” დავალების დასრულების შემდეგ უთუოდ უნდა იყოს დრო გამოყოფილი  შედეგების შეჯამებისთვის. უმეტეს შემთხვევაში ეს საერთო საკლასო მუშაობის ფორმით ხდება. შედეგების შეჯამება სხვადასხვა ფორმას იღებს თავად დავალების მიზნებიდან გამომდინარე. ეს შეიძლება იყოს სწორი პასუხი შეკითხვაზე, ან სავარაუდო ვარიანტების
დაჯგუფება დაფაზე, ზეპირი პრეზენტაციები ან მომზადებული თვალსაჩინოებების გამოფენა კედლებზე. ამ ეტაპზე მასწავლებლის მთავარი მიზანია, თავისი ყურადღებით, შექებით, ნამუშევრის დადებით მხარეებზე ყურადღების გამახვილებით აჩვენოს, რომ აფასებს მოსწავლეების მიერ გაწეულ სერიოზულ შრომას  და მონდომებას. კრიტიკული შენიშვნების ძირითადი ნაწილი კი მასწავლებლის მომავალ სამუშაო გეგმაში უნდა იყოს გათვალისწინებული.

3.1 ლიტერატურის ანალიზი

 წყვილებში,  ტრიადებში და მცირე ჯგუფებში მუშაობისას გასათვალისწინებელია გაკვეთილის მიზანი, ასაკი და ჯგუფის მზაობა ამ მეთოდით მუშაობის მიმართ.
წყვილებში მუშაობის დროს გასათვალისწინებელია ის, რომ ძლიერმა მოსწავლემ დახმარება გაუწიოს მასზე სუსტს ისე, რომ არ დომინირებდეს მასზე. მოსწავლეები წყვილებში ზოგჯერ იოლად ართმევენ თავს ისეთ რთულ დავალებებს, რომელთა შესრულებაც დამოუკიდებლად გაუჭირდებოდათ. ტრიადებად დაჯგუფება კარგია, როცა ერთი ბავშვი მოქმედებს დანარჩენი ორის ხელმძღვანელობით, მაგალითად კომპიუტერთან მუშაობისას, ან როცა ბავშვებს ჯერ კიდევ უჭირთ დისკუსიის შეთანხმებამდე მისვლა, მაგრამ ჩნდება იმის საფრთხე, რომ უმრავლესობა ყოველთვის გადაძლევს ერთის თუნდაც ლოგიკურ, შეიძლება უფრო სწორ მოსაზრებას, თუმცა მათემატიკაში დისკუსიები ნაკლებად გვაქვს.
ჯგუფებში უმჯობესია 4-5 კაცი მუშაობდეს. მნიშვნელოვანია ჯგუფურ მუშაობას მივაჩვიოთ ბავშვები ჯერ მარტივი დავალებებით, წყვილებში და ტრიადებში.  გასათვალისწინებელია დაჯგუფების პრინციპიც:
  • სურვილისამებრ
  • შემთხვევითობის პრინციპით  
  • ცოდნის დონის /აქტივობის ხარისხის მიხედვით.
სურვილისამებრ დაჯგუფების შემთხვევაში, შეიძლება ემოციური საფრთხე შეექმნათ ნაკლებ პოპულარულ ბავშვებს, თუმცა მეგობრობის ნიშნით შექმნილ ჯგუფებში მეტი სიამოვნებით მუშაობენ.
შემთხვევითობის პრინციპით დაჯგუფების უპირატესობაა, ყველანაირ ადამიანთან თანამშრომლობა,  თუმცა ჯგუფის ამ მეთოდით დაკომპლექტება თავდაპირველად ხმაურსა და დამატებით დროს მოითხოვს, შემდეგ კი ეჩვევიან და პრობლემაც ქრება.
          როცა საკითხი  მასწავლებლის მხრიდან  სუსტი მოსწავლეებისადმი მეტ ყურადღებას მოითხოვს, ჯობია დაჯგუფება მოვახდინოთ ასე : ერთნაირი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები (ძლიერი, საშუალო, სუსტი) ერთად, რათა მასწავლებელს მიეცეს საშუალება უფრო დიდი დრო დაუთმოს სუსტებთან ინდივიდუალურ მუშაობას; მაგრამ, ხშირად ასეთი დაყოფა ქმნის საშიშროებას, დაიკარგოს ჯგუფური მუშაობის  მთავარი უპირატესობა - ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს სხვადასხვა დონის და ტიპის ადამიანებთან თანამშრომლობის უნარი.
ზოგჯერ ჯობია პასიური მოსწავლეები დავაჯგუფოთ ერთად და აქტიურები ერთად, რათა პასიურებს აღარ ჰქონდეთ საშუალება სხვის ზურგს ამოეფარონ, ხოლო აქტიურებმა ისწავლონ დათმობებზე წასვლა.

თავიIV   მეთოდოლოგია.

4.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი.

კვლევის სამიზნე ჯგუფი - 28-ე  საჯარო სკოლის IX, X , XI  კლასის მოსწავლეები.

4.2 მონაცემების შეგროვება:

მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგი  მეთოდების გამოყენებით:
ფოკუს ჯგუფი მოსწავლეებთან
კითხვები:
მე მომწონს/არ მომწონს დამოუკიდებლად მუშაობა იმიტომ, რომ ...
მე მომწონს/არ მომწონს წყვილებში მუშაობა იმიტომ, რომ ...
მე მომწონს/არ მომწონს ჯგუფებში მუშაობა იმიტომ, რომ...
მასწავლებლებმა შეავსეს კითხვარი ჯგუფური მუშაობისას პრობლემების იდენტიფიკაციის მიზნით. იხ. დანართი 1
ინტერვენციების შემდეგ:
ანკეტირება – ჩავატარეთ გამოკითხვა  წლის ბოლოს ინტერვენციების გასაანალიზებლად.  მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარი

დირექციის მიერ ჩატარებული დიაგნოსტიკური წერა: მე-9, მე-10, მე-11 კლასებში. წლის ბოლოს სკოლის მიერ ჩატარებული დიაგნოსტიკური წერების შედეგები (იმ საკითხებზე, რომლებზეც ჯგუფურად ვიმუშავეთ) გამოვიყენე ჯგუფური მუშაობის ეფექტურობის შესაფასებლად.


4.3 კვლევის ვადები.


აქტივობა
II
III
IV
V
საკვლევი პრობლემის შერჩევა



კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება


არსებული კვლევებისა და ლიტერატურის შესწავლა და ანალიზი




  • კვლევის მეთოდების შერჩევა





    კითხვარის შედგენა, დამუშავება









  • ფოკუს ჯგუფი მოსწავლეებთან



    ანკეტირება
    მასწავლებლებთან







  • მიღებული შედეგების ანალიზი



  • სავარაუდო ინტერვენციების დაგეგმვა


    მოსწავლეთა გამოკითხვა (ანკეტირება) ინტერვენციების შემდეგ





    ინტერვენციის შედეგების ანალიზი



  • შედეგების გაცნობა
    პრეზენტაცია კათედრის წევრებთან ,


  • X

    თავი V კვლევის შედეგები.


    5.1 გამოკითხვის შედეგების ანალიზი.

    კვლევის დასაწყისში (თებერვალში) ჩატარებული ფოკუს ჯგუფის კითხვებით დავადგინეთ  მოსწონთ თუ არა მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობა მათემატიკის , გაკვეთილზე და რატომ.
    კვლევის ბოლოს (მაისში) კი ჩავატარეთ ანკეტირება და ჯგუფური მუშაობისადმი დამოკიდებულება გამოვსახეთ დიაგრამებით.
    ნათლად ჩანს, რომ ყველა საკვლევ კლასში თანამშრომლობითი მუშაობის მიმართ  პოზიტიური განწყობა საგრძნობლად გაიზარდა, მოსწავლეები გაიწაფნენ ამ ფორმით მუშაობაში და ჯგუფის შემადგენლობა მათთვის პრობლემას აღარ წარმოადგენდა. ე.ი. ჩვენი მთავარი მიზანი მიღწეულია.
















    საკვლევი კლასების გამოკითხვის შედეგები






                












                             როგორ გირჩევნიათ მუშაობა (მაისი)























































    მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო კათედრის წევრების მიერ შევსებული კითხვარით გავეცანით ჯგუფური მუშაობისას მათ გამოცდილებას და არსებულ პრობლემებს.


    უმრავლესობის აზრით:
    • ჯგუფების შემადგენლობა არ უნდა შეიცვალოს
    • ჯგუფურ მუშაობა უნდა ჩატარდეს რთულ საკითხებზე
    • იშვიათად ატარებენ ჯგუფურ სამუშაოს
    • დავალებას აძლევენ ერთნაირს
    • ჯგუფებში ოპტიმალური რაოდენობაა 4-5.
    • ჯგუფური მუშაობისას არის ხმაური და ვერ ასწრებენ პრეზენტაციებს
    • მოსწავლეებს უფრო მოსწონთ წყვილებში მუშაობა


    თავი VI. ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები.


    6.1 I ინტერვენციები


            ერთობლივად   შემუშავებული სტრატეგიების გამოყენებით წლის განმავლობაში მოსწავლეებს  კვირაში მინიმუმ ორჯერ უტარდებოდათ გაკვეთილები თანამშრომლობითი სწავლების მეთოდებით . რეგულარულად ვაკვირდებოდით მიზანმიმართულ სასწავლო პროცესებსა და ჯგუფურ მუშაობას. სხვადასხვა მეთოდით ხდებოდა მოსწავლეთა დაჯგუფება, ამოსახსნელი საკითხის შერჩევა და შეფასება.

         პედაგოგები  ვაწყობდით პერიოდულად შეხვედრებს, ვიხილავდით თითოეულის პრობლემას და ვახორციელებდით ინტერვენციებს, შედეგებს ვაანალიზებდით კათედრის წევრებთან ერთად.

    ინტერვენცია მე-9, მე-11 კლასებში მეგი სინატაშვილი:
          
        დაკვირვებამ აჩვენა, რომ პრობლემა იყო ჯგუფების დაკომპლექტებაში. შემთხვევითობის პრინციპით დაჯგუფებისას  რამდენიმემ გამოთქვა უკმაყოფილება ჯგუფის ზოგიერთი წევრის პასიურობის გამო. უფრო მეტი ყურადღებით დავიწყე მოსწავლეთა მხრიდან მუშაობის პროცესში ჩართულობის  ჩანიშვნა. ვაკეთებდი განმავითარებელ უკუკავშირს. შევცვალე შეფასების რუბრიკა და პრეზენტაციების დროს ინდივიდუალურად შევაფასე.
    ზოგჯერ საკითხის სირთულე მოითხოვს დაჯგუფებას ცოდნის დონეების მიხედვით. მეთერთმეტე კლასელებს სტერეომეტრიის ამოცანები გაუჭირდათ, ვერ გაართვეს თავი სუსტმა მოსწავლეებმა შერეულ ჯგუფებში მუშაობისას, შევცვალე დაჯგუფების ფორმა- ძლიერები ერთად დავაჯგუფე და მივეცი შედარებით რთული ამოცანები, მე კი მეტი დრო დავუთმე სუსტ ჯგუფებს, დავალებაც გავუმარტივე, მეთოდმა გაამართლა.
    ძალიან მოსწონდათ ძლიერებს ერთად მუშაობა, თუმცა იყო შემთხვევა, როცა ძლიერს მოსწონდა სუსტებთან ერთად მუშაობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა, თავგამოდებით უხსნიდა ჯგუფის წევრს საკითხს, თან პრეზენტატორს გულშემატკივრობდა, შრომა რომ დაფასებოდა. კარგად იმუშავა ასეთმა გადაჯგუფებამაც, შედარებით სუსტი მოსწავლე ჯერ ჩავსვი ძლიერებთან, როცა მასალა კარგად გაიგო,გადავსვი მასზე სუსტებთან, რათა ეგრძნო წარმატებულობის განცდა. ამ გზით  ვაძლევდი მოსწავლეებს საშუალებას ყოფილიყო აღიარებული ჯგუფგის წევრების მხრიდან.
           
    აღმოჩნდა, რომ მუშაობის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო ის, რომ სამუშაობის დაწყებამდე მიწოდებულ ინსტრუქციას არ ისმენდნენ. უფრო მეტად დავაკონკრეტე წინა სამუშაო ინსტრუქცია, მეტად ვაკვირდებოდი სამუშაო პროცესს და ვაძლევდი საჭირო განმარტებებს.   

             ჩავატარე ექსპერიმენტი. მასალის ახსნამდე გავაფრთხილე, რომ ჯგუფურად მუშაობას ვაპირებდით და კარგად უნდა მოესმინათ ის მასალა , რომელსაც გამოიყენებდნენ ამოცანების ამოსახსნელად ჯგუფებში.  ხოლო როცა არ გამიფრთხილებია, რომ ჯგუფურად უნდა ემუშავათ, აღმოჩნდა, რომ პირველ შემთხვევაში ყველა მისმენდა, შეკითხვებიც დასვეს საკითხთან დაკავშირებით, მეორე შემთხვევაში კი დაინტერესება ნაკლები იყო. დავინახე, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან დავალებას როცა ჯგუფებში მუშაობენ.
                 ხშირად ჯგუფის პრეზენტაციებს არ უსმენდნენ სხვა ჯგუფები, რადგან სამუშაოს აგრძელებდნენ, ასეთ დროს მკაცრად მივუთითებდი წესების დაცვისკენ, შეფასების რუბრიკაში შევიტანე კრიტერიუმი -სხვისი პრეზენტაციის მოსმენა.

     ირმა გუმბერიძე
       თავდაპირველად  კლასში მოსწავლეებს შორის იყო ურთიერთობის პრობლემა. მათ  ყოველთვის მეგობრობის ნიშნით უნდოდათ ჯგუფების შექმნა და საფრთხე ექმნებოდათ შედარებით მორცხვ და “არაპოპულარულ” ბავშვებს. რამდენიმეჯერ ჩავატარეთ  ფოკუს ჯგუფები, ვესაუბრეთ და ხაზი გავუსვით ზოგიერთი მოსწავლის დადებით თვისებებს და მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა.
                უფრო ხშირად ვიყენებდით მოსწავლეთა დაჯგუფებას შემთხვევითობის პრინციპით.  უფრო აქტიურად ვაკვირდებოდით ჯგუფების მუშაობის პროცესს და საჭიროებისამებრ ვერთვებოდით. ჯგუფში ყველას უნდოდა პრეზენტატორობა  და არ სცემდნენ პატივს სხვის აზრს. კენჭისყრით ვარეგულირებდით ამ პრობლემას, ან პრეზენტირების ვალდებულებას ვაძლევდით შედარებით სუსტ ან მორცხვ 2 მოსწავლეს და ვაფასებდით ჯგუფს. ჯგუფის წევრები ვალდებულები გახდნენ, კარგად აეხსნათ ამოცანა პრეზენტატორი მოსწავლეებისთვის, რათა ჯგუფის შეფასება კარგი ყოფილიყო. თავიდან, რა თქმა უნდა, იყო შემთხვევები, როცა პრეზენტატორები კარგად ვერ ართმევდნენ თავს დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ უფლებას ვაძლევდით, ჯგუფის წევრებს შესწორებები შეეტანათ პრეზენტაციაში.     
    ურთიერთობებიც უფრო გაღრმავდა და  პოზიტიური გახდა. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ წყვილებსა  და ტრიადებში მუშაობა უფრო შედეგიანი იყო სწავლების თვალსაზრისით, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც,რომ სწორად შერჩეული ჯგუფები კარგად აწესრიგებს და ამყარებს ურთიერთობებს.
    ზოგჯერ ბავშვები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ პრეზენტაციას ყველა ვერ ასწრებდა, რის გამოც გვიწევდა პრეზენტაციისთვის მეორე გაკვეთილი დაგვეთმო. შევამცირეთ ჯგუფებისთვის მიცემული სამუშაო და უფრო ხშირად ვატარებდით ჯგუფურ მუშაობას, რათა მოსწავლეები გაწაფულიყვნენ და ზედმეტი დრო არ დახარჯულიყო.

    6.2 ინტერვენციის შეფასების მეთოდები.

    ინტერვენციის შეფასებისთვის გამოვიყენეთ:
    • ანკეტირება – ჩავატარეთ გამოკითხვა  წლის ბოლოს ინტერვენციების გასაანალიზებლად.  მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარი
    • დიაგნოსტიკური წერა მეცხრე, მეათე  და მეთერთმეტე კლასებში - ჩატარებული წერების შედეგებით დავადგინეთ ჯგუფური მუშაობის ეფექტი.

    6.3 ინტერვენციების შეფასება

          სასწავლო წლის ბოლოს, მაისის თვეში  პედაგოგებმა ჩავატარეთ ანკეტირება ინტერვენციების შედეგების შესაფასებლად. იხ.დანართი 3   . გამოიკითხვაში მიიღო მონაწილეობა  მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა.  შემოწმდა ინტერვენციის ეფექტიანობა. შედეგებმა გამოავლინა თანამშრომლობითი სწავლების ეფექტურობა ინდივიდუალურ სწავლებასთან შედარებით  საგნის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების პოზიტიურით შეცვლა, მოსწავლეებისგან მივიღეთ გარკვეული რჩევები ჯგუფური მუშაობის გაუმჯობესების მიზნით. ყველა საკვლევ კლასში გაცილებით მაღალი აკადემიური შედეგები გვქონდა, ვიდრე იმ კლასებში, სადაც არ ჩაგვიტარებია ინტერვენციები. შევიმუშავეთ რეკომენდაციები რომლებიც ვფიქრობთ, რომ გამოსადეგი და ღირებული იქნება  სკოლის მასწავლებლებისათვის.

    დიაგნოსტიკური წერის შედეგები - შედარება  დიაგნოსტიკური წერის შედეგებისა ფიზიკაში , რომლებიც მუშაობდნენ ჯგუფურად ( IXდა X) და რომლებიც არ მუშაობდნენ  ( XI)














    კლასები, სადაც გაკვეთილები  ტარდებოდა ჯგუფური მუშაობით    IX -X







    თავიVII  მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები.


    7.1  დასკვნები და რეკომენდაციები

        
        კვლევამ აჩვენა, რომ:

    1. ჯგუფების დაკომპლექტებისას, როცა საკითხი მოითხოვს მაღალ სააზროვნო უნარებზე გასვლას, სჯობს, ერთი მზაობის მოსწავლეები დავაჯგუფოთ ერთად და დავალებაც მივცეთ განსხვავებული სირთულის.
    2. ჯგუფებში წევრების ოპტიმალური  რაოდენობაა 4-5 წევრი.
    3. თანამშრომლობის უნარის გასავითარებლად კი უმჯობესია შერეული ჯგუფები შევქმნათ იმ პრინციპით, რომ  გაერთიანდნენ სხვადასხვა სიძლიერისა და ცოდნის დონის, განსხვავებული ხასიათების მოსწავლეები, რაც მათ ურთიერთშევსებისა და გამდიდრების საშუალებას აძლევს; თუმცა არსებობს შემთხვევები,რომლებსაც ამ სქემას ვერ მოარგებ.
    4. ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე დიდი მნიშვნელობა აქვს საკითხისათვის საჭირო მითითებების მიცემას და ინსტრუქციის გაგების ხარისხის შემოწმებას მოსწავლეთა მხრიდან, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე. თანდათან, როცა გაიწაფებიან  ამ ფორმით მუშობაში, მასწავლებელს ნაკლები ძალისხმევა სჭირდება და დროში ჩატევის, ხმაურის პრობლემა იხსნება. თავიდან კი უმჯობესია წყვილებში და ტრიადებში ვამუშაოთ (განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე).
    5. ჯგუფური მუშაობის მეთოდი უნდა შეესაბამებოდეს გაკვეთილის მიზანს, თანამშრომლობითი  უნარის განვითარებისთვის სჯობს.
    6. ჯგუფები დაკომპლექტდეს განსხვავებული აკადემიური მიღწევის მქონე მოსწავლეებით,  სწავლების მოტივაციის გაზრდის მიზნით, კი - მეგობრობის პრინციპის გათვალისწინებით .
    7. მოსწავლეებს მოსწონთ ჯგუფების შემადგენლობის ცვლა. გუნდებად ჩამოყალიბებული ჯგუფები შეიძლება უცვლელად დავტოვოთ გარკვეული დროის განმავლობაში.
    8. სწავლების ნებისმიერ ეტაპზე (პრეზენტაცია, ვარჯიში, შეჯამება) შესაძლებელია ჯგუფური მუშობის გამოყენება. მასწავლებელი არის დამკვირვებლის როლში, აკვირდება და ინიშნავს თითოეული ჯგუფის წევრის ჩართულობის ხარისხს და ამოწმებს სწორი  მიმართულებით მიდის თუ არა ჯგუფი. როცა საჭიროა აძლევს განმარტებებს, მაგრამ იცავს თანასწორობის პრინციპს. აფასებს წინასწარ შედგენილი რუბრიკით (იხილეთ დანართი 2) ინდივიდუალურად, ან ნიშანს უწერს მთელ ჯგუფს, იხილავს მუშაობის დადებით და უარყოფით მომენტებს.
    9. მასწავლებელს შეუძლია თვითონ შეარჩიოს პრეზენტატორი ან ჯგუფს მისცეს მისი უფლება.
        ზოგჯერ მაინც პრობლემაა დროის ზუსტად გათვლა, თუმცა თანდათან უკეთესობა შეიმჩნეოდა.


    7.2 მიგნებები.

    ჯგუფური მუშაობა:    

    1. ხელს უწყობს მოსწავლეთა შორის თანამშრომლობას და სოციალიზაციის უნარის განვითარებას;
    2. მოსწავლეებს უფრო რთული ამოცანის გადაწყვეტა შეუძლიათ, რადგან ჯგუფში არსებული ცოდნა  და უნარები აღემატება იმ ცოდნას, რომელიც შეიძლება ცალკეულ მოსწავლეს გააჩნდეს.
    3.   ჯგუფში მუშაობა მოსწავლეს ემპათიის გრძნობას უვითარებს.
    4.   მოსწავლე სწავლობს სხვისი აზრის გათვალისწინებას.
    5.   აცნობიერებს, რომ ყველა ადამიანს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.



    გამოყენებული ლიტერატურა:


    ნათია ვაჩეიშვილი სადისერტაციო ნაშრომი წარდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების მოთხოვნის შესაბამისად სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამა სამეცნიერო ხელმძღვანელი: დავით მალაზონია, სრული პროფესორი
    მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელო (სამტომეული)   
    რობერტ ჯ. მარზანო, დებრა ჯ. ფიქერინგი, ჯეინ ი. ფოლოქი - ეფექტური სწავლება სკოლაში
















    დანართი.1

    მასწავლებლების მიერ შევსებული კითხვარი

    როგორ აკომპლექტებთ ჯგუფებს ჯგუფური მუშაობისას(ნებაყოფლობით, შემთხვევითობის პრინციპით თუ რაიმე ნიშნით)

    ცვლით თუ არა ჯგუფის შემადგენლობას?
    https://lh4.googleusercontent.com/Ec2yPLM4lI2aMA3U6QULcZoarZqR7iJDvCt_Kppsh-OAEYVRfRS0Oa7WpGDoCt3aZZ8aw8XxbyTYA1Klt87ZcUu26Iwfs1tvyDR9yHcA7SLs4A7EPBJpnNalVsJAcoftWsC5lkaqj576CXAzrwყოველთვის
    https://lh4.googleusercontent.com/Ec2yPLM4lI2aMA3U6QULcZoarZqR7iJDvCt_Kppsh-OAEYVRfRS0Oa7WpGDoCt3aZZ8aw8XxbyTYA1Klt87ZcUu26Iwfs1tvyDR9yHcA7SLs4A7EPBJpnNalVsJAcoftWsC5lkaqj576CXAzrwარ ვცვლი
    https://lh4.googleusercontent.com/Ec2yPLM4lI2aMA3U6QULcZoarZqR7iJDvCt_Kppsh-OAEYVRfRS0Oa7WpGDoCt3aZZ8aw8XxbyTYA1Klt87ZcUu26Iwfs1tvyDR9yHcA7SLs4A7EPBJpnNalVsJAcoftWsC5lkaqj576CXAzrwპერიოდულად ვცვლი
    თქვენი აზრით როგორ საკითხებზე უფრო უმჯობესია ჯგუფური მუშაობა?
    https://lh4.googleusercontent.com/Ec2yPLM4lI2aMA3U6QULcZoarZqR7iJDvCt_Kppsh-OAEYVRfRS0Oa7WpGDoCt3aZZ8aw8XxbyTYA1Klt87ZcUu26Iwfs1tvyDR9yHcA7SLs4A7EPBJpnNalVsJAcoftWsC5lkaqj576CXAzrwრთულ
    https://lh4.googleusercontent.com/Ec2yPLM4lI2aMA3U6QULcZoarZqR7iJDvCt_Kppsh-OAEYVRfRS0Oa7WpGDoCt3aZZ8aw8XxbyTYA1Klt87ZcUu26Iwfs1tvyDR9yHcA7SLs4A7EPBJpnNalVsJAcoftWsC5lkaqj576CXAzrwარ აქვს მნიშვნელობა
    https://lh4.googleusercontent.com/Ec2yPLM4lI2aMA3U6QULcZoarZqR7iJDvCt_Kppsh-OAEYVRfRS0Oa7WpGDoCt3aZZ8aw8XxbyTYA1Klt87ZcUu26Iwfs1tvyDR9yHcA7SLs4A7EPBJpnNalVsJAcoftWsC5lkaqj576CXAzrwმარტივ
    რა ინტენსივობით მუშაობთ ჯგუფურად?
    https://lh4.googleusercontent.com/Ec2yPLM4lI2aMA3U6QULcZoarZqR7iJDvCt_Kppsh-OAEYVRfRS0Oa7WpGDoCt3aZZ8aw8XxbyTYA1Klt87ZcUu26Iwfs1tvyDR9yHcA7SLs4A7EPBJpnNalVsJAcoftWsC5lkaqj576CXAzrwკვირაში ერთხელ
    https://lh4.googleusercontent.com/Ec2yPLM4lI2aMA3U6QULcZoarZqR7iJDvCt_Kppsh-OAEYVRfRS0Oa7WpGDoCt3aZZ8aw8XxbyTYA1Klt87ZcUu26Iwfs1tvyDR9yHcA7SLs4A7EPBJpnNalVsJAcoftWsC5lkaqj576CXAzrwთვეში ერთხელ
    https://lh4.googleusercontent.com/Ec2yPLM4lI2aMA3U6QULcZoarZqR7iJDvCt_Kppsh-OAEYVRfRS0Oa7WpGDoCt3aZZ8aw8XxbyTYA1Klt87ZcUu26Iwfs1tvyDR9yHcA7SLs4A7EPBJpnNalVsJAcoftWsC5lkaqj576CXAzrwარ ვმუშაობ
    ?
    თქვენი აზრით როგორ საკითხებზე უფრო უმჯობესია ჯგუფური მუშაობა?
    https://lh4.googleusercontent.com/Ec2yPLM4lI2aMA3U6QULcZoarZqR7iJDvCt_Kppsh-OAEYVRfRS0Oa7WpGDoCt3aZZ8aw8XxbyTYA1Klt87ZcUu26Iwfs1tvyDR9yHcA7SLs4A7EPBJpnNalVsJAcoftWsC5lkaqj576CXAzrwრთულ
    https://lh4.googleusercontent.com/Ec2yPLM4lI2aMA3U6QULcZoarZqR7iJDvCt_Kppsh-OAEYVRfRS0Oa7WpGDoCt3aZZ8aw8XxbyTYA1Klt87ZcUu26Iwfs1tvyDR9yHcA7SLs4A7EPBJpnNalVsJAcoftWsC5lkaqj576CXAzrwარ აქვს მნიშვნელობა
    https://lh4.googleusercontent.com/Ec2yPLM4lI2aMA3U6QULcZoarZqR7iJDvCt_Kppsh-OAEYVRfRS0Oa7WpGDoCt3aZZ8aw8XxbyTYA1Klt87ZcUu26Iwfs1tvyDR9yHcA7SLs4A7EPBJpnNalVsJAcoftWsC5lkaqj576CXAzrwმარტივ
    თითოეულ ჯგუფს დავალება უნდა მივცეთ  
    https://lh4.googleusercontent.com/Ec2yPLM4lI2aMA3U6QULcZoarZqR7iJDvCt_Kppsh-OAEYVRfRS0Oa7WpGDoCt3aZZ8aw8XxbyTYA1Klt87ZcUu26Iwfs1tvyDR9yHcA7SLs4A7EPBJpnNalVsJAcoftWsC5lkaqj576CXAzrwერთნაირი
    https://lh4.googleusercontent.com/Ec2yPLM4lI2aMA3U6QULcZoarZqR7iJDvCt_Kppsh-OAEYVRfRS0Oa7WpGDoCt3aZZ8aw8XxbyTYA1Klt87ZcUu26Iwfs1tvyDR9yHcA7SLs4A7EPBJpnNalVsJAcoftWsC5lkaqj576CXAzrwსხვადასხვა
    როგორია ჯგუფის წევრების ოპტიმალური რაოდენობა?

    რა პრობლემებს აწყდებით ჯგუფური მუშაობისაა?

    მოსწავლეებს მოსწონთ მუშაობა
    https://lh4.googleusercontent.com/Ec2yPLM4lI2aMA3U6QULcZoarZqR7iJDvCt_Kppsh-OAEYVRfRS0Oa7WpGDoCt3aZZ8aw8XxbyTYA1Klt87ZcUu26Iwfs1tvyDR9yHcA7SLs4A7EPBJpnNalVsJAcoftWsC5lkaqj576CXAzrwწყვილებში
    https://lh4.googleusercontent.com/Ec2yPLM4lI2aMA3U6QULcZoarZqR7iJDvCt_Kppsh-OAEYVRfRS0Oa7WpGDoCt3aZZ8aw8XxbyTYA1Klt87ZcUu26Iwfs1tvyDR9yHcA7SLs4A7EPBJpnNalVsJAcoftWsC5lkaqj576CXAzrwჯგუფებში
    https://lh4.googleusercontent.com/Ec2yPLM4lI2aMA3U6QULcZoarZqR7iJDvCt_Kppsh-OAEYVRfRS0Oa7WpGDoCt3aZZ8aw8XxbyTYA1Klt87ZcUu26Iwfs1tvyDR9yHcA7SLs4A7EPBJpnNalVsJAcoftWsC5lkaqj576CXAzrwინდივიდუალურად

    დანართი 2


    მოსწავლეთა თანამშრომლობითი (ჯგუფური)  მუშაობის შეფასების რუბრიკა

    4
    3
    2
    1
    მონაწილეობა
    ჯგუფის წევრი სრულყოფილად მონაწილეობდა მუშაობის პროცესში და ყოველთვის დავალების შესრულებაზე იყო ორიენტირებული.
    ჯგუფის წევრი, უმეტესწილად, მონაწილეობდა მუშაობის პროცესში და დავალების შესრულებაზე იყო ორიენტირებული.
    ჯგუფის წევრი  მონაწილეობდა მუშაობის პროცესში, მაგრამ დროს სისტემატურად არამიზნობრივად ხარჯავდა, ან იშვითად იყო დავალების შესრულებაზე ორიენტირებული
    ჯგუფის წევრი  არ მონაწილეობდა მუშაობის პროცესში, არამიზნობრივად ხარჯავდა დროს, ან შეუსაბამო მასალაზე მუშაობდა.
    თანამშრომლობა
    ჯგუფის წევრი გამოხატავდა პატივისცემას თანაჯგუფელების მიმართ და უზრუნველყოფდა სამუშაო დატვირთვის სამართლიანად გადანაწილებას.
    ჯგუფის წევრი ხშირ შემთხვევაში გამოხატავდა პატივისცემას თანაჯგუფელების მიმართ და უზრუნველყოფდა სამუშაო დატვირთვის სამართლიანად გადანაწილებას.
    ჯგუფის წევრი ზოგჯერ გამოხატავდა უპატივცემულობას თანაჯგუფელების მიმართ და უსამართლოდ ანაწილებდა სამუშაო დატვირთვას.
    ჯგუფის წვერი ხშირად გამოხატავდა უპატივცემულობას თანაჯგუფელების მიმართ, ან უსამართლოდ ანაწილებდა სამუშაო დატვირთვას.
    დროის ლიმიტის დაცვა
    საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
    უსმენს ყველა ჯგუფის პრეზენტაციას
    საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
    ან არ უსმენენს ზოგიერთი ჯგუფის პრეზენტაციას
    უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
    ან მხოლოდ თავის ჯგუფის პრეზენტაციას უსმენენ
    ვერ იცავენ დროის ლიმიტს
    ან არ უსმენენს სხვა ჯგუფებს პრეზენტაციისას
    ცოდნა
    ყველა კითხვას პასუხობს ამომწურავად, ასაბუთებს მოსაზრებებს
    ყველა კითხვას პასუხობს, მაგრამ ზოგიერთს ვერ ასაბუთებს
    ზოგიერთ კითხვას პასუხობს, მაგრამ ვერ ასაბუთებს
    ვერ პასუხობს კითხვებს

    ჯგუფებზე დაკვირვების ფურცელი

    ჯგუფის წევრი
    მონაწილეობა
    თანამშრომლობა
    დროის ლიმიტის დაცვა
    1




    2




    3




    4




    5




    6





    7




    8




    9




    10




    11




    12




    13




    14




    15





    დანართი  3.

    კითხვარი მოსწავლეთათვის


    • რა პრინციპით გირჩევნიათ დავაკომპლექტოთ ჯგუფები ჯგუფური მუშაობისას?
    ა) შემთხვევითობის პრინციპით
    ბ) ძლიერები/სუსტები ერთად
    გ) სურვილისამებრ
    • როგორ საკითხებზე უფრო უმჯობესია ჯგუფური მუშაობა?
    ა) რთული
    ბ) ნებისმიერი
    გ) არცერთი
    • იჩაგრებით თუ არა როცა ჯგუფთან ერთად მუშაობთ
    ა) კი
    ბ) არა
    • როდის უფრო კარგად გებულობთ საკითხს?
    ა) ჯგუფური მუშაობისას
    ბ) ინდივიდუალურად მუშაობისას?
    • ჯგუფის შემადგენლობა
    ა) უნდა ვცვალოთ
    ბ) არ უნდა ვცვალოთ
    • დაასახელეთ საკითხი/საკითხები, რომელიც ყველაზე კარგად გაიგეთ ჯგუფური მუშაობის ას
    • რა პრობლემებს ხედავთ ჯგუფური მუშაობის დროს?
    • რა მოგწონთ ჯგუფური მუშაობის დროს?
    • რას ურჩევდით მასწავლებელს ჯგუფური მუშაობის გაუმჯობესების მიზნით



    Комментариев нет:

    Отправить комментарий